aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გადაგიყვანთ ფსიქიატრიულ კლინიკაში”: ირმა ინაშვილი Vs შალვა რამიშვილი (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

მას შემდეგ რაც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის გუნდის წევრი “პატრიოტთა ალიანსის” ოფისში მივიდა რეპორტაჟის გასაკეთებლად, რა დროსაც მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი (იხილეთ ვიდეო), პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შალვა რამიშვილის “კომიკურ”-“იუმორისტული” ინტერნეტ-არხის საპასუხოდ ვწერ: ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული წესი გულისხმობს იმას, რომ როცა თქვენი არხის “იუმორისტიები” მიბრძანდებიან ამა თუ იმ პარტიის ოფისში (ბრიფინგზე), პატივი სცენ კოლეგებს, (თუ კონკრეტული პარტიის ლიდერს არ სცემენ პატივს) და არ შეეცადონ ბრიფინგის ჩაშლას. ჩვენი პარტიის ოფისში თქვენი ოპერატორები უბრალოდ შემოიჭრნენ, რაც ნიშნავს უპატივცემულობას, უკულტურობას. აქცენტირებას არ ვაკეთებ იმაზე, რომ ჟურნალისტის საქმიანობის მიზანმიმართული შეფერხება დასჯადია კანონმდებლობით. ამიტომ სხვა დროს თუ მოისურვებთ სტუმრობას, მოიქეცით ისე, როგორც ეს ადამიანს ეკადრება და ნუ მოიქცევით ველურებივით, როგორც იქცეოდა თქვენი გადამღები ჯგუფი. გპირდებით, სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

მეორე- ვითომ მოხუცი კაცი, რომელიც თითქოსდა პარტიაში გასაწევრიანებლად მოვიდა ჩვენს ოფისში, სინამდვილეში თქვენი პერსონაჟი იყო, რომელიც წინასწარ დაამუშავეთ და მიეცით კონკრეტული მესიჯ-ბოქსი, რომლის განხორციელებასაც ეს პატივცემული სტუმარი ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმიტომ არ გამოუვიდა, რომ: ა) არაა იპოლიტე ხვიჩია და ბ) მართალი არ იყო. პირდაპირ გეუბნებით, ესაა თქვენი მხრიდან ადამიანის აბუჩადაგდების, დაცინვის ცინიკური მაგალითი. კაცს აიძულეთ ეთამაშა და ტყუილი ეთქვა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მას გარკვეული ჰონორარის საფასურად გააკეთებინეთ. ამას ე.წ. შავი პიარის ენაზე ჰქვია ნეგატიურად იმპროვიზირებული სიუჟეტი, რაც მოგვიანებით რეალურ ისტორიად გაასაღეთ, ანუ მაყურებელიც მოატყუეთ.

მესამე – შალვა რამიშვილმა, წესით, უნდა იცოდეს, რომ ყველა ნორმალურ პარტიას, მის ოფისს ემსახურება დაცვის სამსახური, რომელსაც კანონი ავალდებულებს შენობის და მასში მიმდინარე ღონისძიებების დაცვას. დაცვის სამსახური ვალდებულია აღკვეთოს შენობაში შეჭრის მცელობა, ღონისძიებების, მათ შორის, ბრიფინგის ჩაშლის მცდელობა, რასაც თქვენი გადამღები ჯგუფი ახორციელებდა.

მეოთხე- არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დღეს მანკიერ ტენდენციად იქცა პოლიტიკოსების წინააღმდეგ მსგავსი ტიპის “მანიპულაციური შოუებით” ბრძოლა. ტრამპის მაგალითის შემდეგ, არავის აღარაფერი უკვირს, ამიტომაც ტრამპი CNN-ს ღიად ამცირებს. აქცევს იზოლაციაში, უწოდებს ანტიჟურნალისტიკას. ჩვენც დაგვიტოვეთ უფლება, ვიმუშაოთ ჩვენს ოფისში ისე, რომ არ ვიყოთ ვალდებულნი ვეკამათოთ თქვენს ოპერატორებს.

და ბოლოს… შალვა რამიშვილისგან რა მიკვირს, ან რატომ მიკვირს. ისაა ვინცაა. ისეთია, როგორიცაა. იქაა, სადაც უნდა იყოს. ერთ რამეს ვეუბნები: დარჩი იქ, სადაც ხარ და ის იყავი, ვინც ხარ, შენი მორალური განწმენდა ჩემი მიზანი არაა. თუ სხვა დროს შენი ოპერატორები მსგავს სტილში მოიქცევიან, პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანას გამოვიძახებ და გადაგიყვანთ ფსიქიატრიულ კლინიკაში. იქნებ მკურნალობის კურსმა გიშველოთ”. – წერს ინაშვილი.

შმოლბერტო სხვავანი (ყოფილი რობერტო მავანი) – ირმა ინაშვილთან #POSTV

Gepostet von POSTV – გართობა am Dienstag, 12. September 2017

იტვირთბა....