aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი: ბოკერია-კვირიკაშვილის ტანდემს უნდოდა, რომ დავემცირებინე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშილმა არჩევნების შედეგები ტელეკომპანია “პირველის” ეთერში შეაფასა:

“ეს იყო არალოგიკური შედეგები. დაუჯერებელია და ტყუილია თითქოს ბოკერიას ჯგუფს მეტი ამომრჩევლები ჰყავს, ვიდრე ჩვენ, “პატრიოტთა ალიანს”. ამ ტყუილზე იყო აგებული არჩევნები და ამას ქვია გაყალბება.” – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ის შედეგი შეასაფა, სადაც თავად მან მიიღო 3%, ხოლო პარტიამ – 7%.

“ამაში სულ სხვა მზაკვრობა იყო ჩადებული. ეს გათვლილი იყო იმისთვის, რომ ბოკერია-კვირიკაშვილის ტანდემს, რომელმაც დაწერა ამ არჩევნების შედეგები მე დავესაჯე, დავემცირებინე და ეთქვა, რომ ირმა ინაშვილი არავინ არ არის, 3% მიიღო და მეტი არა. ეს გათვლილი იყო იმისთვის, რომ გავმტყდარიყავი ფსიქოლოგიურად და მეთქვა, არავინ არ ვარ და პოლიტიკაში მოღვაწეობას რა აზრი აქვს. ამას ვუპასუხებ ჩემი სიმტკიცით და ჩემი მხნეობით. ჩვენ დავუმტკიცებთ კვირიკაშვილს, რომ თბილისსა და საქართველოში ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფზე გაცილებით მეტი ადამიანი გვიჭერს მხარს.” – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....