aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაუგურაციის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ლაშა ჟვანია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ასევე რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძე, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი მონაწილეობენ.

საორგანიზაციო ჯგუფი ინაუგურაციის ცერემონიის მომზადებაზე მუშაობს. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

წყარო: 1Tv.ge

 

იტვირთბა....