aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები დაფიქსირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე   ცნობით, ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს.

უწყებაში  აცხადებენ, რომ ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის მასალები,  რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.

იტვირთბა....