aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

იმერეთში სუმოს ღია პირველობა ჩატარდა (ფოტოკოლაჟი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმერეთის სუმოს რეგიონალურმა ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ იმერეთის ღია პირველობა ჩაატარა სუმოში, სადაც მონაწილეობა 7-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სუმოს ფედერაციამ გაავრცელა.

“შეჯიბრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება ამ სპორტით და ახალი ტალანტების აღმოჩენა ქართული სუმოსთვის.

შეჯიბრების დაწყებამდე ბავშვებს სუმოს ისტორიაზე მცირე ლექცია ჩაუტარდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმით, რომელსაც თავად ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ცაგურია (კოკკაი) უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ლექციის დროს ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა.

გამარჯვებულები კოკკაიმ სამახსოვრო თასებით, სიგელებითა და სუვენირებით დააჯილდოვა.

ეს შეჯიბრება წინგადადგმული ნაბიჯია სუმოს პოპულარიზაციისთვის საქართველოში, რადგან ასეთი პატარა ასაკის ბავშვები აქამდე არასდროს ყოფილან დაკავებულნი სპორტის ამ სახეობით ჩვენთან” – ნათქვამია საქართველოს სუმოს ფედერაციის განცხადებაში.

იტვირთბა....