aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედი მაქვს, როცა ექვსი წლის შემდეგ ჩამოვალ მარნეულში, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც მისი  ექვსწლიანი მანდატი დასრულდება და მარნეულში ჩავა, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე ისაუბრებენ.

„საქართველოში 36 წელი არ ვიყავი და შევინარჩუნე ქართული ენა. ყველას, აზერბაიჯანელი და სომეხი წარმომავლობის ხალხს უნდა ჰქონდეთ უფლება, საკუთარი ენა გადასცენ შვილებს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში. უნდა ვიყუროთ მომავლისკენ და მომავლისკენ გზას სწორედ სახელმწიფო ენა ხსნის, რათა ყველამ შეძლოს სწავლა, კარიერული ზრდა და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.

ტოლერანტობა ეს არის თანასწორობა, ასე მესმის. სწორედ სახელმწიფო ენის სწავლების შემდეგ მივაღწიე საფრანგეთში მაღალ თანამდებობებს. ამ თანასწორობისთვის თავად სახელმწიფომ უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რომ სახელმწიფო ენა თქვენთვის იყოს უფრო ხელმისაწვდომი. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამას გააკეთებს და იქნება ყველა უმცირესობის დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....