aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ მიმართვას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ მიმართვას ავრცელებს. პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, რომ გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში.

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა, საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც…

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით, ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე…“

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“, – ნათქვამია მიმართვაში.

იტვირთბა....