aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ინფორმაციით, დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე პირველ არხთან კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ. მისი თქმით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე.

„ეს არის დროებითი ზომა, რათა საკვებად გამიზნული თურქული კარტოფილი არ იყოს გამოყენებული სათესად“,- განაცხადა ლიპარტიამ.

იტვირთბა....