aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილმა მუქარა გადმომცა, რომ არ ვიფიქრო საქართველოში ჩამოსვლაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ახალი გუბერნატორების დანიშვნას, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურასა და ივანიშვილის მუქარაზე საუბრობს.

მისი განცხადებით ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია.

“ის რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია,ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა.ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას-ხან ვის სთავაზობს,ხან ვის…
ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!

ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან,თითქმის ყველა სუსის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან..რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს,რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე,ჩემი ჩამოსვლისთვის…

გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა,რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება.ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი,იმ სახელით იცნობს-ბორისად.ასე რომ,ბორია,შენი მუქარების მე არ მეშინია,აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ,მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს .არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა” – წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.<

იტვირთბა....