aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

ივანიშვილი – ქალბატონ სალომეს პატარა კაცები ებრძოდნენ, მაგრამ ძლიერი კანდიდატია და გაუძლო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ გვინდა, ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია. რაღაც კლიპებს ვამზადებთ და ყველაზე ცრემლები მომდის. მის ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ საუბარს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტლეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი ძალიან დამოუკიდებელი და ძლიერი კანდიდატია.

“პირიქით, მე ვიხსენებ ძველქართულს. სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში, დედაც კი. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და ვერ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ჩვენი იდენტობა. როგორ მოახერხეს და სალომეს ესეთი ქართული ასწავლეს. ჯერ დედამ ისწავლა, შემდეგ სალომემ და ნახეთ სალომეს შვილები. მერე ქალბატონი, მერე ევროპელი, რაც ჩვენ გვინდა. ვინც ქალბატონი სალომეს ხასიათი იცის, სხვანაირად ვერც მივმართავ, ძალიან მოწიწებით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, პრაქტიკა, გამოცდილება, გემოვნება. ეს არის ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რაც გავაკეთეთ ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში, ის გამაერთიანებელი, ავტორიტეტული, ზეპარტიული უნდა იყოს.

ნახეთ მეორე პოლიტიკური ძალა როგორ შეურაცხყოფას აყენებს ქალბატონს. ესე უნდა მოვიქცეთ? ეს გვეკადრება ქართველებს? ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი, ეს ხომ ჩვენი ფესვებია.

მოღალატეს ეძახიან. აბა ნახეთ, როგორ ძალადობენ, როგორ უნდათ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ.

ერთადერთი კანდიდატი,ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა იმ ფონზე, რასაც სხვები აკეთებდნენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ, თუმცა სალომე ძლიერი ქალბატონია, გაუძლო ამას, თუმცაღა გარკვეული ემოციები დასჭირდა ამას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....