aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილის რეჟიმის განაჩენი იქნება ის, თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმე ფორმით მოხვდა საქართველოში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინიდან მის ექსტრადაციაზე ისაუბრა.

“პოლიტიკურად დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო (უკრაინის პრეზიდენტი) ექსტრადიციას ვერ გაბედავს. მას ასევე, უნდა გაურთულდეს მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია. შეიძლება ის არის ერთ-ერთი ექსცენტრიული და კორუმპირებული ადამიანი უკრაინაში, რომელიც საკუთარი ბიზნესინტერესებით და კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, მაგრამ, ის ჯერჯერობით არ არის შეშლილი. შეიძლება იყურება ოდნავ წინ და თვლის, რომ მასაც იგივე ბედი მოელოდეს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ან ჩამოყვანის შემთხვევაში პროცესების აქსელერაცია ნამდვილად მოხდება, ოღონდ არა სასამართლოში, არამედ საზოგადოებაში და ივანიშვილი მიიღებს იმ შედეგს, რომელიც მან უნდა მიიღოს. ყველამ კარგად იცის, რომ საქრთველოში ეს რევანშისტების ძალა რუსეთის ხელშეწყობით მოვიდა. ივანიშვილის რეჟიმის განაჩენი იქნება ის, თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმე ფორმით ან ექსტრადიციით ან დეპორტაციით მოხვდა საქართველოში””, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

იტვირთბა....