aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

იგორ გიორგაძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

იგორ გიორგაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა და სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან,- ამის შესახებ ადვოკატები გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ:

„საზოგადოებისთვის ცნობილია რომ დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება იგორ გიორგაძისა და სხვათა მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება რის გამოც სასამართლოს საბოლოო გადაწვეტილება არ მიუღია. იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის რაიმე ფორმით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა ბატონი იგორ გიორგაძის მიმართ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება და ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, რითაც ცდილობენ გიორგაძის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში. აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2017 წლის 22 სექტემბერს რამოდენიმე მედია საშუალებაში სტუმრად მყოფი მოქალაქეთა მხრიდან გაკეთებული დაუსაბუთებელი და აბსურდული განცხადებები”, – აღნიშნულია ადვოკატ გაგი მოსიაშვილის და მერაბ ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ერთ-ერთმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია იგორ გიორგაძის მიმართ:
„ეს ძალიან სამწუხაროა, სამწუხაროა რადგან ოპონენტების მხრიდან აპელირება კეთდება არა ობიექტური, მიუკერძოებული ინფორმაციის საზოგადოებისადმი მიწოდებაზე არამედ ცრუ, დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე იგორ გიორგაძის კანონიერი ინტერესების დამცველთა მხრიდან სამართლებრივი შეფასება მიეცემა კონკრეტულ მოქალაქეთა ცალკეულ გამონათქვამებს გიორგაძესთან მიმართებაში, რის შემდგომაც არ გამოვრიცხავთ რომ იგორ გიორგაძის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით მივმართოთ სასამართლოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ი. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგაძე ინტერპოლით იძებნებოდა.

იტვირთბა....