aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა სოციალურ ნ ქსელში დაწერა.

“აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”- წერს სოციალურ ქსელში ვახო ხუზმიაშვილი.

მან ტელეკომპანია “პირველში” განაცხადა, რომ სახელწმიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “იბერიის” საინფორმაციო სამსახურს მუშაობა შეეჩერებინა.

“ამ ეტაპზე ვართ პარალიზებულები და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ”- განაცხადა ეთერში ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

იტვირთბა....