aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

“იბერიას” თანამშრომლები პრეზიდენტს ხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლები პრეზიდენტს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისინი პრეზიდენტს უამბობენ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანის.

“როცა ქვეყანაში პროკურატურას სძინავს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ერევიან, როცა ხელისუფლება გამოდის და აი, ამ სისულელეს აპრავებს, ერთადერთი გზა, ვისაც შეიძლება შევჩივლოთ და ვისთანაც შეიძლება ჩვენი პრობლემა მივიტანოთ, ეს ქვეყნის პრეზიდენტია. მოვედით, რათა მას ვუთხრათ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. მას მივაწვდით ინფორმაციას და ვთხოვთ დახმარებას, რომ არ დაიხუროს ტელეკომპანია.

პირდაპირ ეთერში გავიდა ჩანაწერები და არ უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება? ამიტომ ვიძახი, რომ სძინავს.

ჩვენი მომდევნო შეხვედრა შედგება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველიც. ჩვენს გეგმაშია, რომ ღიად ვამხილოთ საქართველოს ხელისუფლება, როგორ ებრძვის დამოუკიდებელ ტელეკომპანიას,”- განაცხადა ხუზმიაშვილმა.

იტვირთბა....