aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იაშვილის კლინიკაში დაზარალებული არასრულწლოვნების მოსანახულებლად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

პრეზიდენტს კლინიკაში შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია.

სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც “მეტრონომს” წყარომ აცნობა, იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. არიან დაშვებულებიც.

იტვირთბა....