aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

იაკობაშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომის ჩანაწერების მიზანმიმართულ განადგურებას აღიარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებელი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ბორდისა და პროფკავშირების წარმომადგენლები  საბჭოს წევრ, გია იაკობაშვილისგან ითხოვდნენ ახსნა განმარტებას – სად და რა ვითარებაში გაქრა, წაიშალა წინა სხდომის ჩანაწერი, რომლის წარდგენასაც არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში აპირებდნენ.

„ეს არის ქურდულად წაღებული და წაშლილი მასალები,“-განცხადა  ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა.

იაკობაშვილი აღიარებს, რომ ჩანაწერი წაშალა, რადგან  მას არანაირი ღირებულება  გააჩნდა.

„ოთხსაათნახევრიან ჩანაწერს არავინ უყურებს, მოხდებოდა ამის მონტაჟი.  იქნებოდა კონტექსტი ამოგლეჯილი, რაც  არასასურველ პროცესებს  გამოიწვევდა.ამ ლოგიკიდან გამომდინარე ,რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილმა გადაწყვიტა ,რომ ჩანაწერი წაშლილიყო . “-ამბობს გია იაკობაშვილი.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე  გია იაკობაშვილს სამხილების  მიზანმიმართულ გაანადგურებაში ადანაშაულებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სარჩელს  აუცილბლად დაერთვება დღევანდელი სხდომის ოქმი, სადაც იაკობაშვილმა ჩანაწერის წაშლა აღიარა.

იტვირთბა....