aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცველებმა “გირჩის” წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება თავად ავრცელებს.

“თავისუფალო ადამიანებო, ჩვენი თავისუფლება დასაცავია.
რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გადაიყვანა განყოფილებაში იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი.
ამ სიტუაციაში ყველაფერს წყვეტს ჩვენი რაოდენობა, რამდენნი ვართ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც მზად არის საკუთარი თავისუფლება დაიცვას.
ამიტომ ყველას, ვინც ისედაც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას და ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობდა, გთხოვთ ახლავე წამოვიდეთ დედაენის ბაღში.
არ მივცეთ ხელისუფლებას ნება, მოგვექცეს ცხვრებივით!”- აცხადებენ “გირჩში”.

მიუხედავად იმისა, რომ  პარტიის ორი წევრი განყოფილებაში არიან გადაყვანილი, გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მარიხუანის ფესტივალი დედაენის ბაღში მაინც ჩატარდება და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მივიდნენ და მხარში დაუდგნენ მათ.

იტვირთბა....