aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირობას გაძლევთ, თქვენი რეიტინგი მალე ნული იქნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, რომან გოცირიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა. მან პირობა მისცა “ნაცმოძრაობას”, რომ მათი რეიტინგი ნული გახდება.

“პირობას გაძლევთ, რომ თქვენი რეიტინგი მალე ნული იქნება… მინდა მადლობა გადავუხადო გიგა ბოკერიას, რაც უფრო არაეთიკური იქნება თქვენი გამონათქვამები და ცინიზმი, მით უფრო დაგვეხმარებით, თქვენი რეიტინგის განულებაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რონამ გოცირიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი 5 პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი – რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული”.

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს სხდომა, სადაც დღეს უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება, რომელიც უმრავლესობამ სამი მოსმენით უკვე მიიღო. მანამდე პარლამენტში ოპოზიცია თავის პოზიციას აფიქსირებს.

იტვირთბა....