aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენი თანამონაწილეობით კიდევ უფრო დაგვასუსტა ივანიშვილის რეჟიმმა!”: ენმ “ევროპულ საქართველოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პარტიას, რომელმაც ოპოზიციის დასუსტების ივანიშვილისეული სცენარი დევნილ მესამე პრეზიდენტზე შეტევით, დიდი ფულით და ენმ-სთვის მანდატების და ამომრჩველთა ნაწილის მოპარვით ზედმიწევნით კარგად შეასრულა, თავხედობა ყოფნის, რომ ენმ დაადანაშაულოს მეორე ტურზე უარის გამო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი წერს:

“დიახ, მეორე ტურში მონაწილეობით არ შევქმნით ილუზიას, რომ აქ სამართლიანი არჩევნები შესაძლებელია! არ შევქმნით ილუზიას, რომ ოლიგარქის მოედანზე უთანასწორო ბრძოლას აქვს აზრი!
უსამართლო ბრძოლაში დამარცხება სირცხვილი არ არის! დიახ, დავმარცხდით! დიახ, თქვენი თანამონაწილეობით კიდევ უფრო დაგვასუსტა ივანიშვილის რეჟიმმა! მაგრამ ძალას მოვიკრებთ, ფეხზე წამოვდგებით, გავიზრდებით, ხალხსაც ავიყოლიებთ და არ დავემორჩილებით ამ რეალობას მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ! შეგუებით კი არასოდეს შევეგუებით! ესაა ჩვენს შორის განსხვავებაც!” – წერს თაქთაქიშვილი.

”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ.

აქედან გამომდინარე, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად პარტიის ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციურ პარტიებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.
“ევროპული საქართველო” ენმ-ის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. სავარაუდოდ 6 მაჟორიტარული ოლქში კი მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომელთა შორისაა ქუთაისი და მარტვილი.

იტვირთბა....