aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ საპატრიარქო ფრთხილობს, მე ვერ გავამწვავებ სიტუაციას” – ზურაბიშვილი უკრაინის ავტოკეფალიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე Twitter-ზე ინგლისურად დაწერა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის ინდივიდუალურად მილოცვა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს აკისრია დიდი პასუხისმგებლობა.

მისი განცხადებით თუ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს, ის ვერ გაამწვავებს სიტუაციას.

„უფრო მარტივი იქნებოდა უკრაინელებისთვის ეკლესიის დამოუკიდებლობის ინდივიდუალურად მოლოცვა, ყველაფერი გასაგებია ჩვენივე წარსულის გათვალისწინებით. მაგრამ როგორც პრეზიდენტს მე მაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენი საპატრიარქო ფრთხილობს მოსალოდნელი შედეგების გამო, მე ვერ გავამწვავებ სიტუაციას“, – აცხადებს ზურაბიშვილი

 

იტვირთბა....