aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპროტესტო აქცია თურქეთ-საქართველოს საზღვართან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს. სარფში სწორედ ისინი შეიკრიბნენ, ვინც ყოველდღიურად თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს ქალაქებში მუშაობენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. მოქალაქეების თქმით, ამ შეზღუდვის გამო ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან.

1 იანვრიდან თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. ახალი წესის თანახმად. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე თურქეთში გადამსვლელებს ამიერიდან 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით გადასვლის უფლება ექნებათ.

ეს გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

imedinews.ge

იტვირთბა....