aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიუელნის ორგანიზცაიასთან კავშირში 110 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიუელნის ორგანიზცაიასთან (FETO) კავშირში 110 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცა. თურქული სააგენტო DHA-ს ინფორმაციით, მათ ბრალად 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან და ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირი ედებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებების ოპერაცია ქვეყნის 24 პროვინციაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ყველა ეჭვმიტანილი ჰოლდინგ Kaynak-ის ან მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლები არიან.

2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას მასობრივი დაკავებები მოჰყვა. საერთო ჯამში თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს და კიდევ 150 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....