aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თრუსოს ხეობიდან გატაცებული მოლაშქრეები: “ყელიწადის ტბის ნახვა გვინდოდა, შეგვეშალა გზა და დაგვაკავეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თრუსოს ხეობიდან გატაცებულმა ხუთმა მოლაშქრემ, რომლებიც საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის რუსმა სამხედროებმა დააკავეს, გამოკითხვიდან გამოსვლიდან განაცხადეს, რომ ლაშქრობის დროს გზა აებნათ და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩდნენ, სადაც რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

„ყელიწადის ტბის ნახვა გვინდოდა, შეგვეშალა გზა და დაგვაკავეს. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაკითხვების შემდეგ გამოგვიშვეს,“ – ამბობს თრუსოს ხეობაში დაკავებული ერთ-ერთი მოლაშქრე, გიორგი ბაღდოშვილი.

“ჩვენით გადავკვეთეთ საზღვარი, რის შემდეგაც აღმოვჩნდით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაგვაკავეს რუსმა სამხედროებმა. გადაგვიყვანეს რუსების ბაზაზე, საიდანაც გადაგვცეს ცხინვალში. ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არც ფიზიკურს, არც სიტყვიერს”- აღნიშნა მოერე მოლაშქრე ვახტანგ გუბელაძემ.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 5 ქართველი ტურისტი თრუსოს ხეობიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.

იტვირთბა....