aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

,,თრიალეთის“ ჟურნალისტი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სასამართლოში უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის გათავისუფლებულ მოადგილეს სასამართლოში უჩივის. მალხაზ მიქელაძემ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი გელა კაპანაძის წინააღმდეგ, ცილისწამებასთან დაკავშირებით შეიტანა.

კაპანაძე – ჟურნალისტს მედიასაშუალებების მეშვეობით პროვოკატორს, მატყუარას და პოლიტიკური მოძრაობა ,,შენების მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელს უწოდებს.

,,გელა კაპანაძის წინააღმდეგ შევიტანე სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბატონი კაპანაძე ცილს მწამებდა რომ თითქოს მე შევიტყუე ,,ქართული ოცნების“ შენობაში. თითქოს დავუსვი პროვოკაციული შეკითხვები და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და ასევე ბატონი კაპანაძე გათავისუფლდა სამსახურიდან. გელა კაპანაძე იყო გორის გამგებლის პირველი მოადგილე. დამწამა ცილი და თქვა, რომ ის პროვოკაციას წამოვაგე და ვარ მხარე, მიკერძოვებული ჟურნალისტი. ის ამბობს რომ, მე ვარ ,,შენების მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი. ამ ბრალდებებისთვის, გელა კაპანაძეს მოუწევს წარსდგეს სასამართლოს წინაშე და წარადგინოს მტკიცებულებები, რა აძლევდა იმის საფუძველს რომ, ასეთ განცხადებებს აკეთებდა ჩემი მისამართით“-განაცხადა ,,თრიალეთის“ ჟურნალისტმა მალხაზ მიქელაძემ.

გამგებლის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე კვლავ შეგნებულ პროვოკაციაზე და მის ხარვეზზე საუბრობს.

,,ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, მე რამდენჯერმე დამირეკა ბატონმა მალხაზმა, გვარი აღარ მახსოვს. მე უარი განვუცხადე იმის გამო, რომ ვიყავი რაიონში გასული და ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას. რამდენჯერმე მთხოვა მან კომენტარის გაკეთება. მერე მე თვითონ დავურეკე და ვთხოვე რომ გამგეობაში მივდიოდი და მან მირჩია, ვინაიდან პოლიტიკურია, პარტიასთან ჯობდა გამეკეთებინა ეს განცხადება. როდესაც შემოვედი გარკვეულწილად იმ მიზეზით რომ კონტრაჟორი იყო და რაღაცა… მთხოვა რომ შიგნით შემოვსულიყავი. რაზეც მე დავთანხმდი ჩემდაუნებურად და აღმოვჩნდი ასე ვთქვათ აი ამ… მოკლედ, მომიხდა ხარვეზი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია ჟურნალისტის მხრიდან“- განაცხადა გელა კაპანაძემ.

შეგახსენებთ რომ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ექს-მოადგილე ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტის მიმართ, ცილისწამება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. გელა კაპანაძე აცხადებს რომ 21 სექტემბერს ჟურნალისტმა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შეიტყუა და პროვოკაციული კითხვები დაუსვა.

იტვირთბა....