aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

„თიბისი ბანკი“ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„თიბისი ბანკი“ მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

„საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს. მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.

ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება „თიბისი ბანკის“ აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში“, – ნათქვამია განცახდებაში.

შეგახსენებთ,  რომ  „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტმა აქციები გაყიდა.  ყველაზე ძვირად ბანკის გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაყიდა,  პირველი  პორცია 15₤-ად, 21 090 ცალი. ჯამში 56 158 ცალი აქცია გაასხვისა, სულ ₤- 839 582.

 

გიორგი  შაგიძემ  17 877 აქცია(₤267 140) გაყიდა,  ვანო ბალიაშვილმა – 11 237 (₤167 916), ნინო მასურაშვილმა 7 662 (₤114 488 ). გარიგებები 12-13 დეკემბერს  დაიდო.

მანამდე ბანკის აქციონერთა რიგებიდან გავიდა Inseco,   გენერალური დირექტორის  პირველ მოადგილესთან  პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანია,  გაყიდულია 40 950 აქცია, 2 ნაწილად, სულ 468 607  გირვანქა სტერლინგის.

5-12 დეკემბრის პერიოდში  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC)  გაყიდა ბანკის აქციები, ასევე 2 პორციად (5-12 დეკემბერი). ₤8 მლნ-მდე მოცულობით, პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული.  IFC -ის მთლიანი აქციების 4% ეჭირა და ახლა უკავია  2.9%.

ლონდონის ბირჟაზე გასულ 2 კვირის განმავლობაში გარიგებები  2 მლნ-ზე მეტ აქციაზე დაიდო.

 

იტვირთბა....