aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი თვის ბოლომდე საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე 2 დღის განმავლობაში, ნოემბრის ბოლოსთვის, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ნოემბრის ბოლოსთვის, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. 1 – 3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

იტვირთბა....