aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში, სამხედრო პოლიგონზე ხანძარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სამხედრო პოლიგონზე ხანძარია. როგორც თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ქოჩიაშვილი აცახდებს, ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა.

ქოჩიაშვილის თქმით, ხანძრის სრულად ლოკალიზებისთვის ვერტმფრენის გამოძახებაა აუცილებელი, რადგან ამ დროისთვის ჩატარებული ღონისძიების მიუხედავად, ხანძრის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება.

“გარკვეულ მასივს უკიდია ცეცხლი, ნაწილი ლოკალიზებულია. ოპერატიულად მუშაობს თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები”, – ამბობს თემურ ქოჩიაშვილი.

მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მაშველი-მეხანძრეები სიტუაციის კონტროლს ახერხებენ.

წყარო: “ქუთაისპოსტი”

იტვირთბა....