aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

ორი კლინიკა, რომლებმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მისაღებად მზადყოფნა ამ დროისათვის თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა, – ასეთი განცხადება გააკეთა წმინდა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.
მისი თქმით, ამ ორი კლინიკად ერთი არის საქართველოს ჯანდაცვის მიერ მოძიებული, ხოლო მეორე კი  -ოჯახის მიერ ნაპოვნი.
როგორც ექიმმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახმა უნდა მიიღოს. მისი თქმით, თუკი პაციენტის გადასაყვანად მზადყოფნა იქნება, არ არის გამორიცხული, რომ მაჩალიკაშვილი თურქეთში ხვალვე გადაიყვანონ.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩიკაშვილი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს, რომელიც გამოძიების მტკიცებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირში იყო.

იტვირთბა....