aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელეთის მონაკვეთზე ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრები  ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც ,,მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....