aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელასის” აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოება შეუწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

“კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....