aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თელავში ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სარდაფში აფეთქება მოხდა. სარდაფში რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულის დამწვრობა აღენიშნებათ და სავარაუდოდ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....