aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავის ყოფილი გამგებელი მუცლის არეში დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თელავის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი მუცლის არეში დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 ტყვია ესროლეს. “ქრონიკის” ინფორმაციით, შემთხვევა დავითაშვილის სახლში მოხდა. კონრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ყოფილი გამგებელი თელავის რაიონულ საავამყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ვასილ დავითაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს თელავის გამგებლის პოზიცია ეკავა

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....