aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თეიმურაზ კუპატაძე: შსს არაფერს გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა.

კუპატაძის თქმით, აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ უზღუდავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ გეგმავს, გარდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისა. ვხედავთ პროვოკაციებზე მოდის გარკვეული ჯგუფები. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ და არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. ჩვენ მივუთითეთ მათ და მივეცით მარშრუტი, რა მარშრუტით უნდ წასულიყვნენ. არავის თავისუფალი გადაადგილება ჩვენ არ შეგვიზღუდია. ყვარლის გავლით მოხვდებოდნენ ეს ადამიანები თელავში, ის რაოდენობა მანქანების შესაბამისად, თელავში რომ შესულიყო, ეს გამოიწვევდა კოლაფსს, ამიტომ ჩვენ ნაწილს შევუშვებდით თელავში, დანარჩენი ორგანიზებული გვქონდა მინიბუსები და ასევე ავტობუსები, რითიც მოხდებოდა ამ ადამიანების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, მშვიდად და უსაფრთხოდ,“ – განაცხადა კუპატაძემ.

იტვირთბა....