aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრ სახლთან მოსწავლეებმა მწოლიარე აქცია იარაღის კონტროლის გაძლიერების მოთხოვნით გამართეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლთან მოსწავლეებმა მწოლიარე აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან იარაღის კონტროლის გაძლიერებას ითხოვდნენ, ამის შესახებ CNN იუწყება.

მათი პროტესტის ერთადერთი მიზანია, მთავრობამ გაატაროს რეფორმა იარაღის კონტროლის გასაძლიერებლად და სკოლებში მეტი უსაფრთხოების მისაღწევად.

14 მოსწავლე და 3 მასწავლებელი დაიღუპა რამდენიმე დღის წინ, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, სკოლიდან “ცუდი დისციპლინის” გამო გარიცხული მოსწავლის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად. ის სამართალდამცველებმა მაშინვე დააკავეს.

ასეთი შემთხვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით მერვეჯერ მოხდა. ამ ფაქტმა ისევ გააღვივა დებატები იარაღის კონტროლის გაძლიერებაზე.

 

 

 

იტვირთბა....