aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თეთრი ხმაური”: ყოფილ პოლიციელს ნარკოტიკი ჩაუდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, ყოფილ პოლიციელს ბაგრატ ჯანუაშვილს პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ამის შესახებ ჯანუაშვილის ადვოკატმა და მოძრაობის წევრმა გიორგი მახარაძემ განაცხადა, რომელიც ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

ინფორმაციას გამოცემა “ლიბერალი” ავრცელებს.

ჯანუაშვილი თბილისში 2 აგვისტოს დააკავეს. მისი მეუღლის თქმით, ის 2012 წლამდე, 12 წელი მუშაობდა პოლიციაში, ქუთაისის პირველ განყოფილებაში. ადვოკატის თქმით, მისგან პოლიციელები სხვა პირის წინააღმდეგ თანამშრომლობას მოითხოვდნენ. „რომ რასაც გეტყვით, ის უნდა თქვაო“.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობაში” აცხადებენ, თანამშრომლობაზე უარის შემდეგ  ჯანუაშვილს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ჩაუდეს და დააკავეს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ადგილზე არაერთი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, ბრალდების მხარემ აღნიშნული ჩანაწერები არ ამოიღო.

ბაგრატ ჯანუაშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, ამოღებულ ე.წ. ნივთმტკიცებაზე, ექსპერტიზის დასკვნით, არ არსებობს ბაგრატ ჯანუაშვილის კვალი. საქმის მასალებით, მას აღმოაჩნდა ბუპრენორფინის შემცველი აბები, რომლებიც ნებაყოფლობით წარადგინა. ადვოკატის თქმით კი, ის ფაქტი, რომ საგანზე, რომელიც მან თითქოს ხელიდან გადასცა პოლიციას და ბრალდებულის კვალი არ აღმოჩნდა, ეჭვს იწვევს ბრალდების სანდოობაში.

დაცვის მხარე იუწყება, რომ ბაგრატ ჯანუაშვილი იმერეთისა და ზემო სვანეთის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა პატაკით ინფორმაციის მიღების შემდეგ 1.5 საათში დააკავეს თბილისში, რაც რეალურად დროში ვერ მოესწრებოდა.

იტვირთბა....