aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში 12 მეტრი სიგრძის ავტობუსები ივლიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტობუსებთან ერთად, მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებელი სწავლებები იგეგმება

 2016 წლის ივლისიდან თბილისს ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები ეყოლება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა. ამასთან, როგორც ირკვევა, სპეციალური სწავლელებებიც იგეგმება, რომელიც მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მოქალაქეთა ამ “ინტელექტუალური გაჯანსაღების” შესახებ მერიაში ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ. “მეტრონომი” დაინტერესდა ამ თემით, პირადად დაუკავშირდა ირაკლი ლექვინაძეს და ინტერვიუ თხოვა.

 

“მეტრონომი”: 2016 წელს, თბილისს მართლა ექნება 12-მეტრიანი ატობუსები?

ირაკლი ლექვინაძე: კი. აი რაც არის ინფორმაცია ეს არის…

“მეტრონომი”: როგორც გავიგეთ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ტრენინგები უნდა ჩატარდეს. შეგიძლიათ აგვიხსნათ კონკრეტულად რა სწავლებებზეა საუბარი?

ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, ჯერ მთავარია ტექნიკური მხარე. ჯერ ავტობუსები შემოვიყვანოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ საკითხზე.

– ხო, ისე ხშირად მესმის ხოლმე ძველ ავტობუსებზე მძღოლებისგან, რომ  ისინი მოძველდა…  

– მაგაზეა ზუსტად საუბარი, რომ ეტაპობრივად ჩანაცვლება უნდა მოხდეს ყვითელი ავტობუსების…

– და  მაინც და მაინც 12-მეტრიანი რატომ? 

– სტანდარტია ესეთი, შეიძლება 10 მეტრიანიც იყოს და 8 მეტრიანიც იყოს, მაგრამ ჩვენ ამ რჩევებს გვაძლევს EBRD, რომელსაც თავიდან ბოლომდე შესწავლილი აქვს თბილისის თემატიკა და ნუ, შეძლების მიხედვითაა ეს ყველაფერი და არა ზეპირად 8 იყოს 10 თუ 12.

ტენდერი უნდა გამოცხადეს ნოებერში, ან დეკემბრის დასაწყისში. გამარჯვებული სავარაუდოდ, გვეყოლება თებერვალში და პირველი პარტია ამ შემოვა სადღაც ივლისში.

– ასეთი ავტობუსები საცობებს არ შექმნის?

– არანაირად… რატომ შექმნის ახლა ხო დადის ავტობუსი ქალაქში და ახალი ივლის თუ ძველი ეს შეცვლის რამეს?

– მე 12 მეტრიან ავტობუსებზე მაქვს საუბარი?

– არ გვინდა ახალი ავტობუსი?

– ახალი გვინდა…

– მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ გვინდა. რა თქმა უნდა, არსებობს გათვლები. ეს თემა  გავლილია და ბუნებრივია საცობებს ნამდვილად არ შექმნის, იმიტომ რომ  ვიწრო ქუჩებში ისინი არ ივლიან. ისინი ივლიან სადაც საჭიროა. ჩვენ ბევრი ავტობუსი გვჭირდება დაახლოებით 800-დან 1000-მდე და აქედან დაახლოებით 25%  იქნება გრძელი, დანარჩენი -მოკლე.

იტვირთბა....