aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

შიდსთან ბრძოლის დღე საქართველოში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. მათ შორის იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება ღის ცის ქვეშ, მრგვალ ბაღში. ღონისძიების მიზანი იყო აივინფექციის პრევენციის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. აქვე ახალი მოეწყო ახალი სატელევიზიო რგოლის პრეზენტაციაც აივინფექციაზე კონსულტირებისა და ტესტირების უფასო სერვისების შესახებ. რგოლი გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა.

2

ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულებს პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.

3

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო პოსტერების გამოფენა. დეკემბრის ცივი ამინდის შესამსუბუქებლად იქვე გაშლილ მაგიდაზე ღონისძიების სტუმრებს ცხელი ყავა და ნამცხვრები ელოდათ. საღამო ბენდ King Monkey-ს გამოსვლით დასრულდა.

4

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო აივინფექციის/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 5331 შემთხვევა აღირიცხა. დაინფიცირებულთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ადამიანია. უნდა აღინიშნოს, რომ კავშირი ქალთა მიმართ ძალადობასა და აივვირუსით დაინფიცირების რისკის ზრდას შორის მთელ მსოფლიოში მაღალია. ძალადობის მსხვერპლი გოგონები აივ-ვირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკ ჯგუფია.

იტვირთბა....