aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

თბილისში პოლიციელი, რომელიც მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა, დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელი სამ მოქალაქეს, რომლებიც  საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდებდა, რის შემდეგაც მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „მეტრონომს“ პროკურატურის პრეს-ცენტრში განუცხადეს, საქმეზე ძიება 19-108- მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....