aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში მტვერი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან შემოვიდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირებულ მტვერთან დაკავშირებით განცხადება შეცვალა.

ამჯერად ნისლის მიზეზად,  ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას ასახელებს. პირველ განცხადებაში კი გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობდნენ, რომ ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული, რაც ზაფხულისთვის დამახასიათებელია.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის  და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....