aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში გამოძახებაზე სასწრაფოს მისვლის დრო 19-დან 22 წუთამდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სასწრაფო დახმარების სისტემის აუდიტის შედეგები  გაასაჯაროვეს.  კვლევაში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა.

როგორც დოკუმენტის ავტორებმა განაცხადეს, თბილისში 2012-2013 წლებთან შედარებით, 2015 წლისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაზე მისვლის დრო 19-დან 22 წუთამდე გაიზარდა, რაც პრობლემაა.

ასევე, პრობლემად დასახელდა ბრიგადების გეოგრაფიულად განაწილების საკითხი და დისპეჩერიზაცია.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლენილ პრობლემებზე რეკომენდაციები წლების წინ გასცეს, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე შეუსრულებელია.

ღონისძიებას ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრებოდა, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის თხოვნით მიმართა.

იტვირთბა....