aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევის მავნე პრაქტიკა დაინგრევა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, წლევანდელ საახალწლო კონცერტებში ძალიან ბევრი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.  მისი თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს მუდმივად იმაზე დავა, რომ მომღერლებს ვინმე პოლიტიკური ნიშნით არჩევს.  კალაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ საახალწლო ღონისძიებებში მოსახლეობისთვის საყვარელი ყველა მომღერალი იქნება ჩართული და პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევის მავნე პრაქტიკა დაინგრევა.

“დაე, იყოს ეს ჩვენი საახალწლო სურვილი, რომ საბოლოოდ დაინგრეს პოლიტიკური შეხედულების ნიშნით მომღერლების არჩევის მავნე პრაქტიკა. გპირდებით, წელს თქვენთვის იმღერებს ყველა საყვარელი მომღერალი და ამ თემაზე არსებული სპეკულაციები დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები.

“სწორედ თქვენი მეშვეობით უნდა გაიგოს მოსახლეობამ, რა ხდება საახალწლოდ თბილისში. ბედნიერ და ხალისიან წინასაახალწლო დღეებს გისურვებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....