aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერიაში რეორგანიზაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება, ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ დარჩება და ვინ წავა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ წავა და ვინ დარჩება. კალაძის თქმით, მათი თვითმიზანი კადრების შემცირება არ არის. ის მთავარ უპირატესობას თანამშრომლების პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას ანიჭებს- ეს განცხადება კახა კალაძემ დღეს, თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.

“ჩემი მთავარი მიზანი ვინმეს სახლში გაშვება არ არის.  ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა,რომელზეც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე სამსახური ერთიანდება და რამდენიმე ახალი სამსახური იქნება.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.

 

იტვირთბა....