aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მოკლული მამაკაცის ბიზნესპარტნიორი არ უარყოფს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით დავები არსებობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ბიზნესპარტნიორი, შპს „ვარკეთილი-96“-ის ერთ-ერთი მეწილე გურამ ქაცანაშვილი არ უარყოფს, რომ ბიზნესთან დაკავშირებით დავები არსებობდა.

„ჩვენც გვქონდა და მასაც უთანხმოება, მარტო მე კი არა, შპს-თან გვქონდა უთანხმოება. რაც იყო, ჰკითხეთ მის შვილებს. რომელი ერთი დავა გითხრათ. ეს დავა მოდის წლებია და ამაზე საუბარი ახლა არ მსურს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გურამ ქაცანაშვილმა.

გურამ ქაცანაშვილმა აღნიშნა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამბავი კახიძის შვილებისგან შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა დღეს მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე ნუგზარ კახიძე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....