aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაცია “საია”-ს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთს“, რომელსაც 2005 წელს 49 წლიანი იჯარით თბილისის საკონცერტო დარბაზი გადაეცა, სახელმწიფოს დავალიანება აქვს.

კომპანია „ისთერნ ფრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე, კულტურის მინისტრის მიმართ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.

„შპს „ინთერნეიშენალ ივენთსი“, რომელიც არის მმართველი ორგანიზაცია, შპს „სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“, ვერც ერთ კაპიკს ვერ მიიღებს დარბაზიდან, მხოლოდ დივიდენდის სახით შეუძლია მას, თუ კომპანია გავიდა მოგებაზე მიიღოს რამე სარგებელი. რაც ბოლო წლებში არ მომხდარა და უახლოეს წლებში ვერც მოხდება იმიტომ, რომ დარბაზს ისედაც უჭირს თავის თავის გატანა,“ – აცხადებს კერესელიძე.

შეგახსენებთ, „საიას“ წევრმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი კვლევა ეხება სახელმწიფოსა და შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, “ინტერნეიშენალ ივენთს” თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით გადაეცა.

როგორც სალაძემ განმარტა, შპს “ინტერნეიშენალ ივენთის” მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.

კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს, სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 700 000 ლარზე მეტი იყო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ის დღეისთვის 1 245 000 ლარამდეა გაზრდილი. კომპანიის იურიდიულ მისამართად მიხეილ გიორგაძის ბინაა აღნიშნული.

იტვირთბა....