aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეეხება სამგორის რაიონში: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჭირნახულის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის და ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით შეზღუდვა გავრცელდება კრწანისის რაიონშიც, სადაც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ვეკუას, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში კი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის, ქურდიანის და მეუნარგიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, ხოშარაულის, აგლაძის, კერესელიძის, დიდუბის, გოგოლაურის, ბაქრაძის, ვანის, გუდაუთის, ზესტაფონის, ტყიბულის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დროის ანალოგიურ მონაკვეთში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის შემდეგ ქუჩებს: დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში კი, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

იტვირთბა....