aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. “სემეკი” “თელასის” განაცხადის განხილვას იწყებს. “სემეკმა” “თელასის” განაცხადი უნდა შეისწავლოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დეკემბერში გამოაცხადებს. ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, რომ დღეს არსებული ტარიფი 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს. გივი სანიკიძის თქმით, დღეიდან დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, ანალიზი შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და დასრულების შემდეგ საკითხის შესაბამისი დადგენილებისთვის სხდომაზე გატანა მოხდება.

„ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადები შემოსულია. დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, დაიწყება ანალიზი შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და როდესაც დასრულდება ეს ანალიზი, შემდეგ უკვე მოხდება შესაბამისი დადგენილებისთვის სხდომაზე გატანა აღნიშნული საკითხის.

სავარაუდოდ, ეს იქნება წლის ბოლოს, იმიტომ, რომ “თელასის” ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი,” – განაცხადა ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

იტვირთბა....