aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მთავრობა დღეს დაამტკიცებს და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მთავრობა დღეს დაამტკიცებს და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისა და “სითი ინსტიტუტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.

“დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ამასთან, 12:00 საათზე დაგეგმილია ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტებზე.

იტვირთბა....