aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერიაში ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მერიაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველა დასაქმებულს გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. მისი  თქმით, გამოცდას მერიის ის თანამშრომლებიც ჩააბარებენ, რომლებსაც გამოცდა ერთხელ უკვე ჩაბარებული აქვთ, ხოლო თანამშრომლების შერჩევის მთავრი კრიტერიუმი მათი პროფესიონალიზმი იქნება.

“მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება”, – განაცხდა კალაძემ.

იტვირთბა....