aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია, მოქმედება კანონის ფარგლებში ხდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. მისი თქმით, მოქმედება კანონის ფარგლებში ხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის მიერ გაკეთებულ იმ კომენტართან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიასა და 10 რაიონის გამგეობებში საშტატო ნუსხა 120 ერთეულით მცირდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რეორგანიზაცია დაახლოებით 20 თებერვლისთვის დასრულდება და შემდეგ გახდება ცნობილი შტატები რა რაოდენობით გაიზრდება თუ შემცირდება.

„რეორგანიზაცია დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის მთავრდება ეს ყველაფერი. კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ, როდესაც ყველაფერს დავასრულებთ, შემდეგ უკვე მოგახსენებთ რა რაოდენობით შემცირდება, რა რაოდენობით გაიზრდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანამშრომლების შერჩევისას მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პატიოსნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის და 10 რაიონის გამგეობის საშტატო ნუსხა თებერვლის ბოლოდან იცვლება და 120 ერთეულით ნაკლები იქნება. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ გუშინ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....