aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

თბილისის მერიის ლაბორატორიის უფროსმა ლაშა სამხარაძემ კორპუსის ვარგისინობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ სპეციალისტებმა სადარბაზოს მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იქ მოსახლეობის შეყვანა საშიში არ არის. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ადგილზე თბილისის მერიის ხელმძღვანელობა მივა და საბოლოოდ გადაწყდება, როდიდან შეძლებს სადარბაზოს მოსახლეობა ბინებში დაბრუნებას.

ამ დრომდე სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის მესამე სადარბაზოს სამართალდამცველები იცავენ. დამწვარია რამდენიმე ბინა, დანარჩენებს კი სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

7 დეკემბერს, თბილისის მერი ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....